ირაკლი კობახიძე კარგი ორგანიზატორი და შესანიშნავი იუმორის მქონე ადამიანია, ნაკითხი, რომანი აქვს ბოლოს და ბოლოს დაწერილი, არც იცის არავინ. ის ასევე შესანიშნავი იურისტია, ოპოზიციას კი ის არგუმენტი აქვს, რომ ხისტიაო, ვინ უნდოდათ მათ, ვინ ერჩივნათ- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად, ირაკლი კობახიძის დანიშვნაზე საუბრისას „ღია ეთერში“ განაცხადა.
საარჩევნო სიებზე საუბრისას, მან აღიშნა, რომ როდესაც ყველა გვარი დაზუსტება, ის საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება.
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ პარტიის Facebook-ზე გავრცელდა.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.