საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად ფოკას მონასტერს ესტუმრა.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ელჩი მადლიერი იყო, საქართველოში ასეთი შთამბეჭდავი ადგილის მონახულების შესაძლებლობა მიეცა.
„ელჩმა ხაზი გაუსვა აღნიშნული ადგილის დიდ პოტენციალს სოფლის მეურნეობის ცენტრად და ადგილობრივი სათავგადასავლო ტურიზმის უფრო მეტად განვითარებისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც აშშ-ის საელჩოს „ფეისბუქში“ ავრცელებს.