logo_geo
eng_logo
ბრიტანეთში დასაქმების მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა
- +

11 აგვისტო. 2020. 15:18

 

 

დიდ ბრიტანეთში დასაქმების მაჩვენებელი ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

 

2020 წლის მეორე კვარტალში სამსახური 220 000 ადამიანმა დაკარგა. ბოლოს დასაქმებულთა რიცხვის ასეთი შემცირება 2009 წელს, მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროს დაფიქსირდა. სტატისტიკური მონაცემებით, ამ მხრივ ყველაზე მეტად პანდემიის დროს დაზარალდნენ 24 წლამდე პირები და ის დასაქმებულები, რომლებიც საპენსიო ასაკს უახლოვდებიან.

 

საერთო ჯამში, კორონავირუსის პანდემიამ ქვეყნის ეკონომიკას საკმაოდ სერიოზული დარტყმა მიაყენა, თუმცა უმუშევრობა მოსალოდნელზე ნაკლებად გაიზარდა, ვინაიდან კომპანიების დიდმა ნაწილმა თანამშრომლები სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვა.

 

თუმცა ეკონომისტები შიშობენ, რომ ოქტომბერში, როდესაც ამ სქემის მოქმედება დასრულდება, უმუშევრობის მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზრდება.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner