საქართველოში მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრი ოკუპირებულ აფხაზეთში იყო.
ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
3.7 მაგნიტუდის მიწისძვრა თბილისის დროით 11:31 საათზე მოხდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ტყვარჩელის ჩრდილოეთით, 31 კმ-ში, სოფელ მარჯვენა პტიშიდან კი, ოთხ კმ-ში იყო.