logo_geo
eng_logo
ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
- +

13 აგვისტო. 2020. 11:48

 

 

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში დაავადება 66 999 ადამიანს დაუდასტურდა.

 

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ასევე, გასულ 24 საათში გარდაიცვალა 942 კოვიდინფიცირებული. ვირუსის მსხვერპლთა საერთო რიცხვმა ქვეყანაში 47 033 შეადგინა.

 

ინდოეთში ოფიციალურად რეგისტრირებულია კორონავირუსის 2 396 000-ზე მეტი შემთხვევა. ამ მონაცემებით ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ. ამასთან, გარდაცვლილთა რაოდენობით ინდოეთი მსოფლიოში მეოთხეა აშშ-ის, ბრაზილიისა და მექსიკის შემდეგ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner