logo_geo
eng_logo
შატილის გზაზე ავარიისას დაშავებული სამი ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება
- +

31 აგვისტო. 2020. 16:22

 

შატილის გზაზე ავარიისას დაშავებული სამი ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

 

 

ექიმის თქმით, სამივე დაშავებულის მდგომარეობაში დადებითი დინამიკა შეინიშნება.

 

„სამივეს მდგომარეობა ამ ეტაპზე არის დადებითი კლინიკით. პაციენტები იმყოფებიან რეანიმაციულ განყოფილებაში, მაგრამ მინდა გითხრათ, ვიტალური ფუნქციები სამივე მათგანთან აღდგენილია, ჰემოდინამიკა ამ ეტაპზე სამივე პაციენტთან აღდგენილია. ასევე, ორ მათგანთან გვაქვს კარგი ნევროლოგიური სტატუსი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩაძახილზე ისინი ახელენ თვალს, ასრულებენ მარტივ ინსტრუქციებს. რაც შეეხება მესამე ქალბატონს, რომელიც არის 32 წლის ასაკის, მას გუშინ ჩაუტარდა რეკონსტრუქციული ოპერაცია სახის ძვლების. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილურად მძიმე, მაგრამ დადებითი დინამიკით. ამ ეტაპზე, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მართალია, ძალიან გრძელი გზა ექნებათ გამოჯანმრთელებისთვის გასავლელი, მაგრამ იმედია, მათთან ერთად გადავლახავთ ამ ყველაფერს“, – განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.

 

შატილის გზაზე ავარიას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი მგზავრი კი მძიმედ დაშავდა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner