logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ყველამ უნდა იცოდეს, რომ არჩევნებზე ადამიანთა მიმართ რაიმე სახის ზეწოლა დასჯადია
- +

2 სექტემბერი. 2020. 13:15

 

 

„ყველამ უნდა იცოდეს, რომ არჩევნებზე ადამიანთა მიმართ რაიმე სახის ზეწოლა დასჯადია და ეს სასჯელი უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე გუშინ“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებს საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა.

 

მისი თქმით, ხელისუფლებას აქვს იმის რესურსი, რომ საპარლამენტო არჩევნები გამჭირვალედ და მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდეს

 

„დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი ცვლილებები და ზომების გამკაცრება არც უნდა იყოს საჭირო, თუ არჩევნების წინ ადამიანების მიმართ რაიმე ზეწოლა განხორციელდა, მაგრამ ამის გარშემო ოპონენტების მიერ შექმნილი აჟიოტაჟი გვავალდებულებს, მათ ბრალდებებს პასუხი გავცეთ. ყველამ უნდა იცოდეს, რომ არჩევნებზე ადამიანთა მიმართ რაიმე სახის ზეწოლა არის დასჯადი და ეს სასჯელი უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე გუშინ იყო. ხელისუფლება არა მხოლოდ განწყობილია, არამედ სრული რესურსი აქვს, რომ საპარლამენტო არჩევნები გამჭირვალედ და მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

„ქართული ოცნება“ ინიციატივით გამოვიდა, რომ ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სანქციები გამკაცრდეს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner