„იმედი გვაქვს, შინაარსიანი, პროგრამებზე დაფუძნებული საარჩევნო კამპანია ჩატარდება“, – ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის ელჩმა პატრიკ ფრანცენმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მან იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო სუბიექტებს შორის ღია დებატები გაიმართება, ხოლო ამომრჩევლები არჩევანს პარტიების პროგრამების მიხედვით გააკეთებენ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში თავისუფალი და მაღალი ხარისხის არჩევნები ჩატარდეს. აუცილებლად შესრულდეს ყველა რეკომენდაცია, რომელიც ეუთო/ოდირმა გასცა. იმედი გვაქვს ვნახავთ ღია დებატებს, რომელიც დაეფუძვნება კომპეტენტურ იდეებს. იმედი გვაქვს, შინაარსიანი, პროგრამებზე დაფუძნებული საარჩევნო კამპანია ჩატარდება და ამომრჩეველი არჩევანს პარტიების პროგრამების მიხედვით გააკეთებს. ამისთვის, რა თქმა უნდა, საქართველოში მნიშვნელოვანია საარჩევნო რეფორმა“, – განაცხადა ელჩმა.