logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: მოვუწოდებ მოქალაქეებს, მიმართონ თვითიზოლაციას და სიმპტომების შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკონ
- +

2 სექტემბერი. 2020. 18:10

 

 

 

„მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, ვინც ბრუნდება თავიანთ საცხოვრებელ ადგილებზე, იქნება ეს თბილისი თუ სხვა ადგილი, მიმართონ თვითიზოლაციას და ნებისმიერი სიმპტომის გაჩენის შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე 112-ში“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან სოციალური დისტანცია და ატარონ პირბადე.

 

„დღეს დაფიქსირდა 38 შემთხვევა, აქედან 22 შემთხვევა დაფიქსირდა ბათუმში, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა ვთხოვო ჩვენს მოსახლეობას, რომ ისეთივე პასუხისმგებლობით, ისეთივე მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით, რომელიც მათ გამოიჩინეს მთელი წლის მანძილზე, დავიცვათ სოციალური დისტანცია, ვატაროთ ნიღაბი და აუცილებლად, ბათუმის და აჭარის ტერიტორიაზე მყოფი ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც დღესდღეობით თავიანთ შვებულებას იქ ატარებენ და ისვენებენ, მიმართონ იმ წერტილებს, სადაც ჩვენ გვაქვს გაშლილი კარვები და ამბულატორიები, სადაც არის საშუალება ტესტირების ჩატარების, რომ შევძლოთ დავეხმაროთ ეპიდემიოლოგებს და ვმართოთ ვირუსის ჯაჭვის გავრცელების აღმოფხვა ქვეყანაში. მინდა, ასევე მოვუწოდო მოქალაქეებს, ვინც ბრუნდება თავიანთ საცხოვრებელ ადგილებზე, იქნება ეს თბილისი თუ სხვა ადგილი, მიმართონ თვითიზოლაციას და ნებისმიერი სიმპტომის გაჩენის შემთხვევაში დარეკონ ცხელ ხაზზე 112-ში, სადაც ისინი გადამისამართდებიან იმ ოჯახის ექიმებთან და იმ ამბოლუტორიებში, რომლებიც მართავენ „კოვიდ“ სიტუაციას საქართველოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ არ გავხდეთ იძულებულები გავატაროთ უფრო მკაცრი ზომები და კვლავ  გვქონდესკარანტინი. დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის და ვინც ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა, ეს არის ძალიან მნიშენლოვანი“, – განაცხადა ტიკარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner