logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: პირბადის ტარების წესზე მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი
- +

9 სექტემბერი. 2020. 12:27

 

 

„პირბადის ტარების წესზე მაქსიმალურად გამკაცრდება კონტროლი, აქტიურად იმუშავებს აღსრულება“, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, პირბადის ტარების წესის აღსრულება მაქსიმალურად გაკონტროლდება მათ შორის, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ლიფტებსა და დახურულ ღონისძიებებზე.

 

„მოქალაქეებს მოვუწოდებთ, მაქსიმალურად დაიცვან წესები. გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ატარონ პირბადე და დაიცვან დისტანცია. პირბადის ტარების მოთხოვნის შესრულება გახლავთ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რაც მკაცრად იქნება გაკონტროლებული შესაბამისი უწყებების მიერ. აქტიურად იმუშავებს აღსრულება, გამკაცრდება კონტროლი, აქტიურად იმუშავებს როგორც პოლიცია, ასევე შრომის ინსპექცია.

 

მოგეხსენებათ, დღეის მდგომარეობით მოქმედებს პირბადის ტარების წესი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას, ასევე დახურულ სივრცეებში, მათ შორის საერთო სარგებლობის ლიფტებში და დახურულ ღონისძიებებზე. აქაც მაქსიმალურად მოხდება აღსრულების კონტროლი და მიდგომა იქნება მაქსიმალურად მკაცრი. ამიტომ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, მაქსიმალურად დაიცავით წესები“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner