logo_geo
eng_logo
დღეიდან, 18-დან 65 წლამდე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები, იმკურნალებენ სასტუმროებში
- +

9 სექტემბერი. 2020. 12:34

 

 

დღეიდან, 18-დან 65 წლამდე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები, რომლებსაც ქრონიკული დაავადება არ აქვთ და არიან უსიმპტომოები, იმკურნალებენ სასტუმროებში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, ბათუმის საავადმყოფოდან პაციენტების ნაწილის გადაყვანა უკვე მიმდინარეობს.

 

„საქართველოს სამ დიდ ქალაქში - თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში დღეიდან დაიწყება სასტუმროს მომსახურებით, კარანტინში პაციენტების მკურნალობა. უკვე მიმდინარეობს ბათუმის საავადმყოფოდან სასტუმროში პაციენტების გადაყვანა. ჩვენ განვსაზღვრეთ გუშინ კლინიკურ ჯგუფთან ერთად ის პროტოკოლი, რის მიხედვითაც იხელმძღვანელებენ ჩვენი ექიმები. ამ შემთხვევაში იქნება შემდეგი მიდგომა-სრულწლოვანები, 65 წელზე ზემოთ პაციენტებს არ გადავიყვანთ სასტუმროებში და 18-დან 65 წლამდე ადამიანები, რომლებსაც აქვთ დადასტურებული კოვიდ-ინფექცია და ამავდროულად, არ აქვთ არანაირად თანმხლები ქრონიკული დაავადება, შესაძლებლობა ექნებათ უსიმპტომობის შემთხვევაში მკურნალობა გაიარონ სასტუმროების ქსელში“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner