logo_geo
eng_logo
I-IV კლასის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების საკლასო ოთახებში ჩატარება სავალდებულოა
- +

9 სექტემბერი. 2020. 12:40

 

 

განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლის მიხედვით, სავალდებულოა, რომ I-IV კლასის მოსწავლეებს გაკვეთილები საკლასო ოთახებში ჩაუტარდეთ, V-დან XII კლასების მოსწავლეებისთვის კი კვირაში რამდენიმე დღე ონლაინ-გაკვეთილების ჩატარებაც არის ნებადართული.

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, სკოლა თავად ირჩევს სწავლების მოდელს.

 

კერძოდ, სკოლებს მოსწავლეების უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით შეუძლიათ დანერგონ შერეული ე.წ. ჰიბრიდული მოდელი, რაც გულისხმობს სწავლას როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურად, თუმცა, ეს არ შეეხება I-IV კლასის მოსწავლეების სწავლებას, რადგან მათთვის სავალდებულოა, მხოლოდ საკლასო ოთახებში გაკვეთილების ჩატარება.

 

ამასთან, სკოლის ადმინისტრაციამ შერეული მოდელის დანერგვისას უნდა გაითვალისწინოს, რომ V-VI კლასებში დისტანციური სწავლება შესაძლებელი იქნება კვირაში მაქსიმუმ 1 დღე, VII-XI კლასებში მაქსიმუმ 2 დღე, ხოლო XII კლასში - მაქსიმუმ 3 დღე.

 

შერეული სწავლების მოდელი შეთანხმებული უნდა იყოს სამინისტროსთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრთან.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner