logo_geo
eng_logo
წელს თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებები არ გაიმართება
- +

9 სექტემბერი. 2020. 12:44

 

 

წელს თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებები არ გაიმართება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

როგორც კალაძემ აღნიშნა, არსებული რეალობიდან გამომდინარე თბილისობის ღონისძიებები არ გაიმართება.

 

„გადაწყვეტილება მივიღეთ თბილისობის ღონისძიებასთან დაკავშირებით, „თბილისობა“ იმართებოდა ოქტომბრის თვის პირველ შაბათ-კვირას და არსებული რეალობიდან გამომდინარე, მოგვიწევს ამ ღონისძიებების გადადება. ჩვენთვის მნიშვნელოვანი გახლავთ ადამიანი, ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, შესაბამისად თბილისობის ღონისძიებები იქნება გაუქმებული. ჩვენ გვექნება კულტურის სამსახურთან მუშაობა, რომ დავგეგმოთ მხოლოდ კონცერტები, რომელიც მხოლოდ ლაივ-რეჟიმში გადაიცემა და საქართველოს მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, იხილოს კონცერტები, რომელსაც წარვუდგენთ მოსახლეობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner