ცაგერის მუნიციპალიტეტში დღეს მასობრივი თერმოსკრინინგი დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მაქარაშვილმა განუცხადა.
მაქარაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მედიკოსები ტემპერატურას შეუმოწმებენ ორბელის თემში მცხოვრებ დაახლოებით 1000 ადამიანს.
შეგახსენებთ, დღეს „კოვიდ-19“ ცაგერის მუნიციპალიტეტის მკვიდრ შვიდ პირს დაუდგინდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს საქართველოში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.