logo_geo
eng_logo
მაიკ პომპეო: „არსებითი შანსია“, რომ ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწამვლა რუსმა მაღალჩინოსნებმა შეუკვეთეს
- +

10 სექტემბერი. 2020. 12:20

 

 

„არსებითი შანსია“, რომ რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის სავარაუდო მოწამვლა რუსმა მაღალჩინოსნებმა შეუკვეთეს“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ კონსერვატორ კომენტატორთან, ბენ შაპიროსთან ინტერვიუში განაცხადა.

 

მაიკ პომპეოს თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ამჟამად განიხილავს, თუ რა უნდა იყოს საპასუხო მოქმედება.

 

აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ნორმალური ქვეყნები ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ მსგავსი მეთოდებით არ მოქმედებენ და ეს რუსებს ძვირი დაუჯდებათ.

 

„ვაშინგტონი თავის როლს შეასრულებს რისკების შესამცირებლად, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს“, – აღნიშნა პომპეომ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner