logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: შემოდგომის დადგომასთან ერთად მოსალოდნელი იყო ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა
- +

11 სექტემბერი. 2020. 15:43

 

 

ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ სწავლა დაიწყოს ჰიბრიდული მეთოდით და არ მოხდეს სწავლის პროცესზე გარკვეული შეყოვნებები“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, მთავრობის მიერ გამართულ ბრიფინგზე.

 

ასევე მინისტრმა ისაუბრა ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარებულ სამუშაოებზე :

 

„ყველასთვის ცნობილია, რომ დღეს დაფიქსირდა 7 თვის მანძილზე რეკორდული მაჩვენებელი, 87 ინფიცირებული, თუმცა, ჩვენ არაერთხელ ვსაუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ შემოდგომის დადგომასთან ერთად მოსალოდნელი იყო ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა. ამას, რა თქმა უნდა, თან ახლავდა ყველა იმ შეზღუდვების მოხსნა, რომელიც შეთანხმებული იყო როგორც ეპიდემიოლოგებთან, ასევე კლინიკურ ჯგუფთან. ჩვენ, ამ პერიოდის განმავლობაში ჩავატარეთ არაერთი მნიშვნელოვანი სამუშაო. მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და გაიზარდა მოცულობები ლაბორატორიის მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ მომზადებულები ვყოფილიყავით შემდგომში ინფიცირებულების ზრდისთვის, სწორედ აქედან გამომდინარე იქნა მიღებული გადაწყვეტილებები, ერთობლივად შეჯერებული, და მოხდა ასევე სწავლის გადავადებაც, მხოლოდ დიდ ქალაქებში. ეს დამყარებულია იმ პრინციპზე, რომ დიდ ქალაქებში ადამიანების მობილობა არის ბევრად უფრო მაღალი და ასევე ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ სწავლა დაიწყოს ჰიბრიდული მეთოდით და არ მოხდეს სწავლის პროცესზე გარკვეული შეყოვნებები“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner