logo_geo
eng_logo
მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან უმრავლესობა აჭარას უკავშირდება
- +

13 სექტემბერი. 2020. 12:43

 

 

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან უმრავლესობა აჭარას უკავშირდება, 11 ინფიცირებულზე კი ეპიდკვლევა გრძელდება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა ხელმძღვანელმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

 

„დღეს დაგვემატა 152 ახალი შემთხვევა. აქედან, 90 არის აჭარა, 15 გახლავთ ქუთაისის 32-ე სკოლის შემთხვევები, 15 არის „ენგურჰესის“ კლასტერი, 17 დაავადებულთან კონტაქტი, ოთხი  შემოტანილი შემთხვევა და 11 შემთხვევაზე გრძელდება კვლევა. გამოჯანმრთელებულები არიან მხოლოდ ექვსნი. კოვიდ-ცენტრებში და სამკურნალო დაწესებულებებში ჯამურად 831 დადასტურებული პაციენტი მკურნალობს“, – აღნიშნა მარიან ეზუგბაიამ.

 

ამასთან, ექიმის ინფორმაციით, ქვეყანაში, კოვიდ-ინფიცირებული 831 პაციენტიდან კრიტიკულად მძიმეა ოთხი, 25 კი, მძიმე.

 

13 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner