logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: საქართველო კვლავ მწვანე ზონაში რჩება
- +

14 სექტემბერი. 2020. 15:14

 

 

„საქართველო კორონავირუსთან მიმართებაში ჯერ მწვანე ზონაში რჩება“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, ინციდენტობის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების მატება ფიქსირდება, ქვეყანა მაინც მწვანე ზონაში რჩება.

 

„ინციდენტობის საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, ჩვენ დღეს გვაქვს 1,74 ასი ათას მოსახლეზე, ეს ნიშნავს, რომ საქართველო მწვანე ზონაში რჩება, თუმცა ბოლო 4-5 დღის განმავლობაში გვაქვს მატება, ამიტომ ყველამ ერთად უნდა შევაკავოთ ზრდის მაჩვენებელი. ქვეყანაში გაფართოებულია ტესტირების მაჩვენებელი, აგვისტოს საშუალო დღიური მაჩვენებელით გვქონდა 4,665, სექტემბერში  – 7,961, მაგრამ 4 სექტემბრიდან დღემდე საშუალო მაჩვენებელია 8,259“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

მისივე თქმით, საერთაშორისო შედარებითობის მაჩვენებლით, საქართველო ისევ გამოიყურება ერთ-ერთ უსაფრთხო ქვეყნად.

 

„იმისთვის, რომ ეს მაჩვენებელი შევინარჩუნოთ, ამისთვის აუცილებელია თანამშრომლობა და ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელიც არის დაწესებული“ , – აღნიშნა გამყრელიძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner