„მინდა მოქალაქეებს ვთხოვო, რომ თავი შეიკავონ ხელის ჩამორთმევით მისალმებისგან და მითუმეტეს, გადაკოცნისგან“, - ამის შესახებ ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მსგავსი ფორმით მისალმებისას კორონავირუსით დაინფიცირების მაღალი რისკი არსებობს.
„ფრთხილად ვიყოთ ყველა და ყველა ერთად გავუფრთხილდეთ ქვეყნის უსაფრთხოებას. ჩვენ სამი ძირითადი მიზანი გვაქვს, ესაა - შევინარჩუნოთ მოქალაქეების ჯანმრთელობა, ეკონომიკა სწრაფად დავუბრუნოთ სასტარტო მდგომარეობას და ასევე ჩვენ ახლოს გვაქვს პოლიტიკური პროცესი, არჩევნები და ვფიქრობ, ჩვენი ყველას ვალდებულებაა, რომ მოვახერხოთ არჩევნები ჩავატაროთ ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო გარემოში“, - აღნიშნა ხუნდაძემ.