logo_geo
eng_logo
ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ხუთი პაციენტია მოთავსებული
- +

15 სექტემბერი. 2020. 13:49

 

ფოთის ჰოსპიტალის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ხუთი პაციენტია მოთავსებული. პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.

 

ამასთან, როგორც თეა მიგინეიშვილმა აღნიშნა, ხუთივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

 

„ჩვენს კლინიკაში იმყოფება ხუთი პაციენტი. 40 წლისა და 68 წლის მამაკაცები ფოთიდან, 27 წლის გოგონა ოზურგეთიდან, 47 წლის მამაკაცი წაღვერიდან და 17 წლის ბიჭი ფოთიდან. ოთხი მათგანის ბიოლოგიური მასალა PCR-კვლევისთვის ლაბორატორიაში უკვე გაიგზავნა, ერთი პირი კი ხვალ დილით გაიტესტება. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა  თეა მიგინეიშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner