ავტორიტეტულმა ბრიტანულმა კომპანიამ Survation "რუსთავი 2-ის" დაკვეთით შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა გამოაქვეყნა.
საქართველოს 6 საარჩევნო ოლქში გამოკითხულია 1 828 რესპონდენტი.
ბრიტანულმა კომპანიამ საზოგადოებრივი აზრის კვლევა დედაქალაქის ორ მაჟორიტარულ ოლქშიც ჩაატარა.
კანდიდატთა რეიტინგები საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში:
დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მაჟორიტარობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას?
დავით სერგეენკო "ქართული ოცნება" - 57,6%.
ალექსანდრე ელისაშვილი "მოქალაქეები" - 13,3%.
ბადრი ჯაფარიძე "ლელო" - 9,1%.
ირაკლი ოქრუაშვილი "გამარჯვებული საქართველო" - 6,8%.
თაკო ჩარკვიანი "კანონი და სამართალი" - 4,8%.
კახა ძაგანია "პატრიოტთა ალიანსი" -3,7%.
ლევან გოგიჩაიშვილი "ჩვენი საქართველო -სოლიდარობის ალიანსი" - 3,3%.
მაჟორიტარობის სხვა კანდიდატს ირჩევს - 1,4%.
პარტიული სიმპატიები ამავე, საბურთალოს ოლქში - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?
"ქართული ოცნება" - 54,5%.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 13,9%.
გიორგი ვაშაძე - "სტრატეგია აღმაშენებელი" - 5,7%.
"გირჩი" - 5,3%.
"ევროპული საქართველო" - 5,0%.
"პატრიოტთა ალიანსიც" - 5,0%.
"ლელო" - 4 ,8%.
"ერთიანი საქართველო" - 1,7%.
"თავისუფალი დემოკრატები" - 0,7%.
სხვა - 3,4%.
შეკითხვაზე - დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მასში?
თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებ მონაწილეობას - აცხადებს გამოკითხულთა 78%.
ალბათ მივიღებ მონაწილეობას ამბობს - 8%.
50/50 -9%.
არ მივიღებ მონაწილეობას ამბობს - 5%.
სამაუწყებლო კომპანიის დაკვეთით ავტორიტეტული ბრიტანული კვლევითი ორგანიზაცია Survation გამოკითხვებს მთელ საქართველოში აწარმოებს.
ამჯერად კვლევები თბილისის ორ და რეგიონების ოთხ მაჟორიტარულ ოლქში ჩატარდა.
კომპანია Survation-ს პოლიტიკური კვლევების და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესებში, მათ შორის - დიდ ბრიტანეთში.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარებულია 12-19 სექტემბერს