logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდექსით საქართველომ მსოფლიოში 69-ე ადგილიდან 31-ე ადგილზე გადაინაცვლა“
- +

1 ოქტომბერი. 2020. 22:23

 

 

მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდექსის მიხედვით, საქართველომ მსოფლიოში 69-ადგილიდან 31-ადგილზე გადაინაცვლა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს საპარლამენტო სიის წარდგენისას განაცხადა.

 

ივანიშვილმა კორუფციის დონის შემცირებაზე საუბრისას საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დადგენილი რეიტინგები მოიშველია, სადაც საქართველოს 2012 წელთან შედარებით გაცილებით უკეთესი პოზიციები აქვს. კერძოდ, საქართველო „კორუფციის კონტროლით“ ასევე მსოფლიო ბანკის წევრთა შორის 41-ე ადგილზეა და ორივე ინდიკატორით, ქვეყანა ევროპის საუკეთესო ოცეულშია, ევროკავშირის 13 სახელმწიფოს უსწრებს კიდეც.

 

არავისთვის უცხო არ არის, რომ სწორედ ინფრასტრუქტურული პროექტების მილიარდიანი ბიუჯეტები წარმოადგენდა რეჟიმის მიერ შექმნილი ელიტარული კორუფციის ერთ-ერთ ძირითად წყაროს.

 

ეს რომ ლიტონი სიტყვები, ან სუბიექტური შეფასება არ არის, ამას შესაბამისი საერთაშორისო რეიტინგებიც ცხადყოფს. კერძოდ: მსოფლიო ბანკის მიერ, 2012 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების კვლევაში, „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით, საქართველო, მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის, 62-ადგილზე იყო, ხოლო „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ, იმავე წლის დეკემბრამდე გამოქვეყნებული „კორუფციის აღქმის“ 2011 წლის ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში 64-პოზიცია გვეკავა;

 

2012 წელს, მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ანგარიშის თანახმად, „კორუფციისგან თავისუფლების“ მიხედვით (რომელიც მოგვიანებით „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდექსად გარდაიქმნა), ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში 69-ადგილს იკავებდა.

 

2012 წლის ოქტომბრის შემდეგ სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა და დღეს, საქართველო, ამავე რეიტინგებში, „მთავრობის კეთილსინდისიერებით“ მსოფლიოში 31-პოზიციაზეა, „კორუფციის კონტროლით“, მსოფლიო ბანკის წევრთა შორის, 41-ადგილზეა, თანაც, ამ ორივე ინდიკატორით, ევროპის საუკეთესო ოცეულშია და უსწრებს კიდეც ევროკავშირის 13 სახელმწიფოს.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ 2020 წელს გამოქვეყნებული „კორუფციის აღქმის“ ინდექსის მიხედვით, საქართველო, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, პირველ ადგილზეა. იმავდროულად, 2020 წლის „ეკონომიკის თავისუფლების ინდექსის“ მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მე-12 პოზიციაზეა.

 

სულ ორიოდ დღის წინ, 29 სექტემბერს მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული „გლობალური მმართველობის ინდიკატორების“ მიხედვით, საქართველომ „მმართველობის ეფექტიანობით“ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და ევროკავშირის წევრ 8 ქვეყანას გადაასწრო.

 

ყველაფერ ამის არდანახვა, მხოლოდ ბრმას, ან მხოლოდ მოძალადე რეჟიმს შეუძლია“, - განაცხადა ივანიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner