logo_geo
eng_logo
იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისელი ჩოხოსნები აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევიან და მათი მხარდაჭერა, მოსაზრებების მოსმენა ჩემთვის მნიშვნელოვანია
- +

8 ოქტომბერი. 2020. 19:19

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ზაზა ლომინაძესთან ერთად ქუთაისელ ჩოხოსნებს,  ღვაწლმოსილ და საპატიო ქუთაისელებს შეხვდა.

 

ჩოხოსნებმა კანდიდატებისგან საარჩევნო პროგრამა, სტრატეგია, სამომავლო გეგმები და პრიორიტეტები მოისმინეს. გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, რჩევები და მხარდაჭერა  აღუთქვეს, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა  ქართული კულტურის, ტრადიციების ღირსების შენარჩუნების სურვილი.

 

„ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდათ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქუთაისელი ჩოხოსნები აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევიან და არასოდეს ერიდებიან სამშვიდობო მისიისთვის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. საზღვრებთან დგომასაც კი, მივხვდებით, რომ მათი მხარდაჭერა და მოსაზრებების მოსმენა მეტად მნიშვნელოვანია. ეს ის ადამიანები არიან, რომელთა მხარდაჭერა აუცილებლად გვჭირდება ყველა დროს, ისინი გვერდით დაგვიდგებიან ჩვენი ქალაქის განვითარების საქმეში“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

 

სრულიად საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოება, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევითაა შექმნილი და ქართველი ერის ზნეობრივი, ისტორიული და კულტურული ფასეულობების დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის საქმიანობას ითვალისწინებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner