ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსის პიკი ჯერ არ ყოფილა. მისივე თქმით, პიკი ყველა ქვეყანაში იყო, რასაც შემთხვევების შემცირება მოჰყვა, საქართველო კი, როგორც ჩანს ამას იმეორებს.
„საქართველოში პიკზე როდის გავალთ და შემცირება როდის დაიწყება, ამის თქმა ჯერ ძნელია, თუმცა გარდაუვალი, რადგან აღმავლობა უსასრულოდ ვერ იქნება. გაზაფხულიდან დღემდე საქართველოშ პიკი არ ყოფილა, ჩვენ ახლა შევედით აღმავლობის ფაზაში, ეს დაიწყო აჭარამ და ალბათ თბილისშიც გვექნება შემთხვევების მატება“, - განაცხადა ბუწაშვილმა „მაესტროს“ ეთერში.