logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: - „ნაცმოძრაობასა“ და მის სატელიტურ სისტემაზე ყველაზე ცუდ ზეგავლენას მათი საკუთარი წარსული ახდენს
- +

10 ოქტომბერი. 2020. 19:04

 

 

ოპოზიციაზე და განსაკუთრებით, ძველ ოპოზიციაზე, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტურ სისტემაზე, ვფიქრობ, ყველაზე ცუდ ზეგავლენას ახდენს საკუთარი წარსული. მათ უმძიმესი პოლიტიკური ბიოგრაფია აქვთ და როგორც ჩანს, ამისგან თავის გათავისუფლებას ვერ ახერხებენ. ისინი თან ბოდიშებს იხდიან და თან ამბობენ, რომ ეს ბოდიში არ არის სამართლებრივი. თან მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი მათ გააკეთეს და ეს იყო შეცდომა, მაგრამ ამავდროულად, მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ კიდევ გავაკეთებთ ამ ყველაფერსო“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

 

ვფიქრობ, ისინი უნდა ჩამოყალიბდნენ, პირველ რიგში, რას ეუბნებიან თავის მოქალაქეებს, რას ეუბნებიან საზოგადოებას და შემდეგ, უკვე საზოგადოება გადაწყვეტს თავისუფალ არჩევნებში თუ ვის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს. ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას, არანაირი ზეწოლა და ძალადობა არ შედის დღეს საქართველოსა და ჩვენი დემოკრატიის ინტერესებში. ჩვენ ჩავატარეთ ეს რეფორმები იმისთვის, რომ გვქონოდა თავისუფალი არჩევნები. ვინც კი შეეცდება ძალადობრივი ინციდენტებით, კანონდარღვევით რამე ჩრდილი მიაყენოს დემოკრატიულ საპარლამენტო არჩევნებს, რა თქმა უნდა, კანონიერ რეაგირებას მიიღებს ამაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ჩვენს მხარდამჭერს, არანაირად პროვოკაციებში არ ჩაერთონ, არ უპასუხონ ძალადობის აქტებს ძალადობით და, რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ ხელწერა არასდროს არ ყოფილა ის, რაშიც ჩვენი ოპონენტები დღეს გვადანაშაულებენ,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner