logo_geo
eng_logo
ირაკლი ნადარეიშვილი: - „კოვიდ პანდემიის მიუხედავად, სახელმწიფო პროგრამების მასშტაბები მნიშვნელოვნად გაფართოვდა“
- +

10 ოქტომბერი. 2020. 19:25

 

 

მას, ვინც არის ან სურს გახდეს მეწარმე, ფერმერი, ან ჩაერთოს ტურისტულ ბიზნესში, ახალი პროექტი „სახელმწიფო შენი პარტნიორი“ შესაძლებლობას აძლევს უკვე 1 სივრცეში 1 ფანჯრის პრინციპით მიიღოს წვდომა და გამარტივებული მომსახურება მეწარმეობის სტიმულირებისა და ფერმერული მეურნეობების განვითარების სახელმწიფო პროგრამების შესახებ. საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტ დასახლებაში განთავსებულ 81 საზოგადოებრივ ცენტრსა და 24 იუსტიციის სახლში მოქალაქეები შეძლებენ ინფორმაციის მიღებასა და განაცხადების შევსებას სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის მისაღებად.

 

მიმდინარე სიტუაციაში, როდესაც სახეზე გვაქვს კოვიდ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი პროგრამების მასშტაბები მნიშვნელოვნად გაფართოვდა. მხოლოდ „აწარმოე საქართველოში“-წლევანდელი კრიზისული ბიუჯეტი თითქმის ნახევარ მილიარდ ლარს აღწევს და ამ პირობებში, ამ მოცემულობაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ თითოეულ მოქალაქეს, მეწარმეს, ფერმერს ჰქონდეს კიდევ უფრო გამარტივებული ხელმისაწვდომობა პროგრამებზე და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას სთავაზობს სახელმწიფო“ - აღნიშნა გადაცემაში ბიზნესი იმედზე“ საუბრისას ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

როგორც თანამედროვე ეკონომისტები ამტკიცებენ, სახელმწიფო უნდა გახდეს ახალი სფეროების ჩამოყალიბების ინსტრუმენტი. დღეს, სახელმწიფოები ხშირად გვევლინებიან ახალი ბაზრების და სექტორების შემქმნელებად. ამის მაგალითი ბევრ ქვეყანაში არსებობს. რა ხდება ჩვენთან? 2014 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია - „საქართველო 2020“. სახელმწიფო პროექტების ხელშეწყობით განხორციელდა არაერთი წარმატებული პროგრამა და აქტივობა, როგორც ბიზნესის განვითარების, ისე ექსპორტის ხელშეწყობის და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ „საპარტნიორო ფონდის“ მიერ დაფუძნებული პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ მიერ, ინოვაციური კომპონენტის ფარგლებში, ყველას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, აქვთ უნიკალური შანსი, განახორციელონ თავიანთი ბიზნეს იდეები.

დღეის მდგომარეობით, „სტარტაპ საქართველოს“ ინოვაციური კომპონენტის ფარგლებში გამარჯვებულია 92 პროექტი, ჯამური საინვესტიციო მოცულობა 7 400 000 ლარს შეადგენს, ხოლო 54 პროექტში უკვე სრულად ან ნაწილობრივ განხორცილებულია ინვესტია კაპიტალშენატანის სახით, ჯამში 3 800 000 ლარი. აღნიშნულ 54 პროექტში 405 ადამიანია დასაქმებულია

რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიზანი კი საქართველოში ინოვაციების ეკოსისტემის შექმნაა. სააგენტოს ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს ინოვაციების და მეწარმეობის ტექნიკური და ფინანსებთან წვდომის მხარდაჭერა. GIთA -ს მეშვეობით ხორციელდება 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა, სადაც დაფინანსდა 98 სტარტაპი, თითოეულმა მათგანმა კი 100 ათას ლარამდე ოდენობის გრანტი მიიღო. დაფინანსებული პროექტების ჯამური ბიუჯეტი კი 9 500 118 ლარს შეადგენს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner