logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: - „2012 წელს ხალხს სურდა ხელისუფლების შეცვლა! ახლა პოლიტიკურ პარტიებს სურთ ხელისუფლების ჩანაცვლება!“
- +

11 ოქტომბერი. 2020. 00:12

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

პოლიტიკურ მოცემულობას და ხალხის განწყობას თუ დავაკვირდებით, ამ არჩევნებში ხელისუფლების ცვლილების შესაძლებლობა უკიდურესად მცირეა. უფრო მეტიც, - გამორიცხულია!

ასეთია ობიექტური სურათი!

დააკვირდით: სად არის არჩევნები? - მხოლოდ ტელევიზორში!

რა იყო 2012 წელს?!

2012 წელს არჩევნები იყო ხალხში!

2012 წელს ხალხს სურდა ხელისუფლების შეცვლა!

2020 წელს პოლიტიკურ პარტიებს სურთ ხელისუფლების ჩანაცვლება!

ხელისუფლების შეცვლასა და ხელისუფლების ჩანაცვლებას შორის დიდი განსხვავებაა!

ხალხი გრძნობს ამ განსხვავებას!

მით უფრო, როცა ჩანაცვლების გამოკვეთილი მსურველი დამნაშავე "ნაციონალური მოძრაობაა" მისი განაყოფებით თუ გამონაყარით, რომლებმაც ბურბონებივით "ვერც ვერაფერი ისწავლეს და ვერც ვერაფერი დაივიწყეს"!

უპირველესად, ვერ გამოვიდნენ ძალაუფლების ხიბლიდან!

ხალხს კი არ ავიწყდება, რა ჩაიდინეს მათ მმართველობის 9 წლის განმავლობაში!

ამ დამნაშავეებთან ერთად ნათელაშვილის ქარვასლაში შეკრებამ დანარჩენი პოლიტიკური ძალებიც სერიოზულად დააზიანა!

ამიტომ ვფიქრობ, რომ ხალხს არ უნდა მკვეთრი ცვლილებები, არ არის ამისთვის განწყობილი!

თუმცა ეს განწყობა, ამავდროულად, უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს მმართველ პოლიტიკურ ძალას:

თუ "ქართული ოცნების" მმართველობის მესამე ვადა წარმატებული არ იქნება, მაშინ ის არა მხოლოდ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალად ვერ ტრანსფორმირდება, არამედ საერთოდ გაქრება პოლიტიკური ველიდან. ეს კი სერიოზულად დააზიანებს მთლიანად პოლიტიკურ პროცესს!- წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner