logo_geo
eng_logo
დასახელდა ყველაზე მაღალი რისკ-ჯგუფები, ვისაც გრიპზე უფასოდ აცრიან
- +

11 ოქტომბერი. 2020. 01:52

 

 

რადგან პირველ ეტაპზე მომწოდებელი გვაწვდის 25 ათას დოზა ვაქცინას, ვფიქრობ, რომ უპრიანია ყველაზე მაღალი რისკის მქონე ჯგუფები აიცრას“, - ამის შესახებ გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინის პირველი ტრანში ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფის ადამიანებზე გაიხარჯება, შემდეგ კი სხვა მაღალი რისკის ჯგუფებზე.

ეს ჯგუფები განსაზღვრულია საერთაშორისო რეკომენდაციის საფუძველზე. პირველი 25 ათასი დოზა გამიზნული უნდა იყოს ორსულების, დიალიზზე მყოფი პაციენტებისა და მათი მომვლელი პერსონალის, აივინფიცირებული პაციენტების, C ჰეპატიტის მკურალობაზე მყოფი პაციენტების, ბავშვთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების ბინადრებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურე პერსონალის ასაცრელად“, - აღნიშნა ზახაშვილმა.

მისი თმით, ესაა ყველაზე მარალი რისკის ჯგუფები, ვისაც პირველ რიგში უნდა ჩაუტარდეს გრიპის ვაქცინაცია.

მეორე ტრანშის შემოსვლის შემდეგ, სხვა რისკის ჯგუფები მიიღებენ სახელმწიფოს მიერ მიწოდებულ გრიპის ვაქცუნას“, - აღნიშნა ზახაშვილმა.

მან მოუწოდა ზემოთ ჩამოთვლილ რისკ-ჯგუფებს, მიმართონ შესაბამის პუნქტებს და ჩაიტარონ გრიპის აცრა. მათთვის გრიპის ვაქცინაცია უფასოა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner