„პოლიტიკოსები, თავისი რეალური მეს მხილებას ახდენენ სოციალურ ქსელებში, მაშინ როცა Facebook-ს ან Twitter-ს მოწინააღმდეგეების ბულინგისთვის იყენებენ“, - ამის შესახებ გადაცემა „ფეისბურგში“ Post Tv-ის წამყვანმა ლიზა გეგეჭკორმა განაცხადა.
მისი თქმით, Facebook-ზე უკონტროლოდ ვრცელდება ფეიკ და ცრუ ინფორმაცია.
„ბოტების და ტროლების ჩამონათვალია, რომლებიც სხედან და აქტიურად ან მხარს უჭერენ რაღაცას ან პირიქით ანტიპიარს უკეთებენ, ან აბულინგებენ და საშინელ შეტყობინებებს უტოვებენ“, - აღნიშნა ლიზა გეგეჭკორმა.
მისი თქმით, ეს ჯგუფური შემოქმედება არაა და შესაძლოა, 100 გვერდი სოციალურ ქსელში ერთ ადამიანს ებაროს.
„მთლიანად ოპოზიცია იმდენად ჩამოშლილია და არაერთიანი, რომ წარმოუდგენელია, მათ სოციალურ ქსელში ერთიანი მხარდამჭერი ჰყავდეთ. „2020 წლის წინასაარჩევნო Fაცებოოკ-ი ბოტების მხრიდან წარმოადგენს ბულინგის შესაძლებლობას. როცა ადამიანი ინტელექტუალია, ის არასოდეს დააბულინგებს ადამიანს ვიზუალური მხარის გამო. ახლახანს იყო ფაქტი, როცა სოცილურ ქსელში „ქართული ოცნების“ მომხრეს ვიზუალური მხარე დაცინვის საგანი გახდა. ესაა სიმდაბლე და ფსკერი“, - აღნიშნა გეგეჭკორმა.
ლიზა გეგეჭკორი მოქალაქეებს ურჩევს, რომ სოციალურ ქსელში, მათი პოლიტიკური პოზიციის გამო გამოხატულ ბულინგს ყურადღება არ მიაქციონ.