„ვიდრე ყოფილი ხელისუფლების წევრების ახლანდელ აღიარებაზე ვისაუბრებ, მინდა გაგახსენოთ ის განცხადებები, რაც მაშინ გააკეთეს, მაგალითად ნინო კალანდაძემ, და ნიკა რურუამ, მათ პირდაპირ გამოაცხადეს, რომ ეს აზერბაიჯანის ტერიტორიაა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა „იმედის“ გადაცემა „ნამდვილ რიცხვებში“ განაცხადა.
„ნინო კალანდაძე, რომელიც ამბობდა, რომ ის ტერიტორია აზერბაიჯანის იყო, მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, ყველაზე ლეგიტიმური ორგანოს წარმომადგენელი. სხვა არაერთი პირიც იგივეს აცხადებდა, მაგრამ ნინო კალანდაძე და ნიკა რურუა განსაკუთრებით მკაფიოდ, პირდაპირ გამოაცხადეს, რომ ეს არის აზერბაიჯანის ტერიტორია. ეს მაშინ, როდესაც არაფერი დადგენილი არაა. შემდეგ აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლები ამას იყენებდნენ როგორც საბუთს ჩვენ წინააღმდეგ,თქვენმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვესო. 2012 წელს, სასულიერო პირები და ათასობით ადამიანი რომ არ რომ არ ჩავსულვიყავით იქ, შესაძლოა, დღეს დასრულებული ყოფილიყო ეს თემა. დელიმიტაცია და დემარკაციაც მომხდარიყო, რაც სახელმწიფოებს შორის სერიოზულ დავას ნიშნავს. მადლობა ღმერთს, რომ აქამდე არ ვართ მისული და დღეს ვართ იმ ეტაპზე, როდესაც მოლაპარაკებებს ლეგიტიმური საფუძველი აქვს. გაიხსნა ახალი ჩარჩო და ამ ჩარჩოში უნდა ვილაპარაკოთ, როგორც კარგმა მეგობარმა და მეზობელმა სახელმწიფოებმა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.