თბილისის მერიის პრესსამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი მთავარი არხის სიუჟეტის საპასუხოდ სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს.
„სმენა იყოს და გაგონება!
თქვენ ახლა ნახავთ პირველ კადრებს გვირაბის, რომელიც ბოტანიკურ ბაღს, არც მეტი, არც ნაკლები, ბომბეისთან (მუმბაი) აკავშირებს”, – წერს მანანა თოქმაჯიშვილი მთავარი არხის სიუჟეტის საპასუხოდ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
როგორც ვიდეოდან ირკვევა, ხელოვნური კლდით მოპირკეთებული გვირაბი პარკთან დამაკავშირებელი ერთ-ერთი ატრაქციაა.