logo_geo
eng_logo
შორენა პაპაშვილი: შევარცხვინე შენი ბრიტანული მედია გამოცდილება!
- +

14 ოქტომბერი. 2020. 01:36

 

 

 

BBC-ზე არისო ნამუშევარიო, გამოცდილიაო, ჩვენ რა გვისწავლია აქ, თსუ-დამთავრებულ ჟურნალისტებს, ირაკლი იმნაიშვილისგან უნდა მივიღოთ ევროპული გამოცდილება და უცებ ასეთი კითხვა: - თქვენი რუკები მეზობლებთან პრობლემებს შექმნის და თუ გაქვთ გააზრებულიო?

 

აი, ასეთი კითხვა შეიძლება დასვას მესამე ქვეყნის წარმომადგენელმა ჟურნალისტმა, მაგრამ არა საქართველოს სახელით მოქმედმა. ამათ რა ჰგონიათ, აზერბაიჯანი არ არის მოყურადებული და ჩვენს ყველა სიტყვას, ყველა რეაქციას არ უსმენენ და ინიშნავენ? და რა გამოდის, ქართველები უკვე საიმისოდ არიან განწყობილნი, რომ ამ რუკამ თურმე პრობლემები უნდა შეგვიქმნას ბაქოსთან?!

 

რა პრობლემები უნდა შეგვიქმნას მითხარით! გავაყალბეთ რამე? სხვისი მოვიპარეთ, დავმალეთ, გავაქრეთ? თუ ეს კითხვა იმის მინიშნებაა, რომ  მოღალატე თქვენ ხართ ბატონო დავით, ასეთი მტკიცებულება რომ ჩაუგდე ქართველებს ხელშიო?

 

საერთოდ ეს რა სტანდარტია? ეს არის თავისუფალი ჟურნალისტიკა? რა იდეოლოგიას თესავთ და რომელ სახელმწიფოს ემსახურებით? შევარცხვინე შენი ბრიტანული მედიაგამოცდილება, რა პოზიციაზე მუშაობდი იქ, გამნათებლად? ჩვენც ვუყურებთ ევროპულ არხებს და ჩვენც ვხედავთ მათ პროფესიონალიზმს,  როგორია იქაური ჟურნალისტების კითხვები, აწონილ-დაწონილი, აკადემიური, შესაშურად დახვეწილები არიან და არა ორღობის ჭორიკნები. არასდროს იქნება მათი სიტყვა მათივე სახელმწიფოს საზიანო.

 

კიდევ ვიმეორებ, ამ შინაარსის კითხვა შეიძლება დაესვა ნებისმიერი სხვა ქვეყნის ჟურნალისტს ბატონი დავითისთვის, მაგრამ არა ქართულ მედიაში დასაქმებულს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner