logo_geo
eng_logo
ბან კი მუნი: გაერო მხარდაჭერას უცხადებს თურქეთს
- +

29 ივნისი. 2016. 11:15


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი განცხადებას ავრცელებს, სადაც გმობს სტამბოლში განხორციელებულ თავდასხმების სერიას და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.


გაეროს გენერალური მდივანი მსოფლიო ლიდერებს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. ბან კი მუნი იმედოვნებს, რომ გამოძიება გამოავლენს იმ პირებს, რომლებსაც ტერაქტების სერიასთან კავშირი აქვთ.



გაერომხარდაჭერას უცხადებს თურქეთს, რომელიც საფრთხეებს უპირისპირდება, და ხაზს უსვამს ტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის რეგიონული და საერთაშორისო ძალისხმევის გააქტიურების აუცილებლობას", - ნათქვამია ბან კი მუნის განცხადებაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner