ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სტამბოლის აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. იგი უსამძიმრებს თურქ ხალხს და იმედოვნებს, რომ მსგავსი შემთხვევა მომავალში აღარ განმეორდება. ქუმსიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა მუშაობს ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოიყვანონ ჩვენი ქვეყნის მოქალაქები საქართველოში.
„ჩვენ მთელი ღამის განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად ვიყავით კომუნიკაციაში იმ ქართველებთან, რომლებიც იყვნენ აეროპორტში. 120-მდე ადამიანი გადაყვანილია სასტუმროებში, ახლა ვმუშაობთ ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქეები საქართველოში, ამ წუთის მონაცემებით ქართველი დაზარალებულები არ გვყავს, რაც კარგია და ამავე დროს ჩვენ ვიაზრებთ სრულად იმ ვითარებას, რომელიც თურქ ხალხს აქვს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.