logo_geo
eng_logo
დავით ზარდიაშვილი: „ქართული ოცნება“ აბსოლუტურად უალტერნატივო ძალაა
- +

20 ოქტომბერი. 2020. 01:20

 

 

სააკაშვილის წინააღმდეგ არაერთი საქმეა აღძრული, დამტკიცების შემთხვევაში, ეს შიდა ქართლისა და კოდორის ხეობის დაკარგვის შემდეგ ყველაზე მძიმე ბრალდება იქნება?

 

„წარმოუდგენელია ყოველი არჩევნების მთავარი თემა იყოს სააკაშვილის სიავკაცე“ - ამის შესახებ ანალიტიკოსმა დავით ზარდიაშვილმა For.ge-ის განუცხადა.

 

„ახალ-ახალი საარაკო სიავკაცეები ჩნდება ამ კაცის მიერ ჩადენილი. თავიდან სტრასბურგის სასამართლოც კი გაოგნებული იყო გირგვლიანის საქმით, შემდეგ ყველაზე დიდი გაოგნება, რაც სააკაშვილმა საქართველოს დაატეხა, აგვისტოს ომი იყო. ეს საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტია. ამას მოჰყვება დავით გარეჯის თემა. ეს უნდა დასრულდეს, რადგან წარმოუდგენელია ყოველი არჩევნების მთავარი თემა იყოს სააკაშვილის სიავკაცე. როდემდე შეიძლება ამას ვუყუროთ, ერთი და იგივე ლუკმა რამდენ ხანს უნდა ვღეჭოთ? ამ ვითარებაში, ბუნებრივია, „ქართული ოცნება“ აბსოლუტურად უალტერნატივო ძალაა, რადგან არჩევანი უნდა გავაკეთოთ მოღალატესა და არა მოღალატეს შორის“, - განაცხადა დავით ზარდიაშვილმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner