logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: გვაქვს უტყუარი მტკიცებულება, რომ IPM რევოლუციური სცენარის განვითარებაში იყო ჩართული
- +

28 ოქტომბერი. 2020. 13:01

 

 

„გვაქვს უტყუარი მტკიცებულება, რომლიც ადასტურებს იმას, რომ IPM იყო ჩართული ამ რევოლუციური სცენარის განვითარებაში“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

კობახიძის განცხადებით ორგანიზაციის წარმომადგენლები შედიოდნენ ოჯახებში და მოქალაქეებს უსვამდნენ კითხვას- რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ რადიკალური ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას მიმართავს?

 

„ჩვენი მოქალაქეების დიდი რაოდენობა გამოიკითხა, IPM-ის წარმომადგენლები ატარებდნენ კვლევას. ისინი შედიოდნენ ოჯახებში და ჩვენ გვაქვს ე.წ. „სქრინები“ აიპადებიდან. გვაქვს უტყუარი მტკიცებულება, რომლიც ადასტურებს იმას, რომ IPM იყო ჩართული ამ რევოლუციური სცენარის განვითარებაში. რაც არის გამაოგნებელი მოვლენა და ამას დამატებითი შესწავლა დასჭირდება. ეს აღმაშფოთებელია და ამასაც უნდა ჰქონდეს მკაცრი რეაქცია“,- აღნიშნა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner