„დღეს არის ორი ძალა, ვისაც სურს, რომ არჩევნებზე შეიტანოს ესკალაცია, ეს არის - რადიკალური ოპოზიცია და რუსეთი“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„მათ კარგად იციან, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა დღეს არის ძალიან მაღალი და ჩვენ დამაჯერებლად ვიმარჯვებთ არჩევნებში. სწორედ ამიტომ არიან ისტერიაში და ცდილობენ, რომ მავნე ზეგავლენა მოახდინონ საარჩევნო პროცესებზე. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, მათ არ მივცეთ ამის საშუალება და არც გააჩნიათ ამისი რესურსი და ჩავატაროთ დემოკრატიული და ისეთი ხარისხის არჩევნები, რომელიც მოგცემს საფუძველს, რომ მეტი არგუმენტით მივმართოთ ევროკავშირს საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა იონათამაშვილმა.