logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: „ქართული ოცნების“ დამმარცხებელი სხვა ძალა არ არის
- +

30 ივნისი. 2016. 16:10



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შოთა ნიშნიანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების" დაკვეთით საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ „ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებულ კვლევაზე საუბრობს. ნიშნიანიძე ამბობს, რომ აღნიშნული კვლევა ასახავს ძირითად ტენდენციებს და ენდობა მას.

 

 

კვლევას რომ ატარებ, შენი თავის მტერი ხომ არა ხარ? - ჩემთვის თუ მინდა, მე როგორ გავაყალბებ იმას, მე ხომ დავისჯები ამის გამო? - თუ ავცდები რეალობას, ეს ხომ იქნება ჩემთვის სასჯელი. ამიტომ ქართულმა ოცნებამ" თუ ის ნორმალურად, წესიერად და გამართული მეთოდოლოგიით არ ჩაატარა და რეალური სურათი არ დადო, მაშინ ცხადია, ამისთვის ქართული ოცნება" თვითონ დაისჯება. ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა ჩაატაროს ეს. პოლიტიკა ისეთია, რომ სხვისი ნდობა ძალიან ძნელია. თუ გინდა წარმატება, საკუთარი სურათი უნდა გქონდეს და სხვას არ უნდა მიჩერებოდე. არასოდეს არ არის გამორიცხული ცდომილება. ეს ბუნებრივია ქართული მენტალობიდან გამომდინარე - დასავლურ ღირებულებებს ჯერ კიდევ არა ვართ ბოლომდე ნაზიარები, თუმცა საერთო სურათი, რომ პირველ ადგილზე ქართული ოცნებაა" და ყველაზე დიდი შანსი აქვს, ნაციონალური მოძრაობა" კი მას მიყვება, ეს ყველამ იცის. ნაციონალური მოძრაობა" შეინარჩუნებს თუ არა მეორე ადგილს და წინ არ წამოიწევს რომელიმე ძალა, რომელიც გადაასწრებს მას მეორე ადგილისათვის ბრძოლაში, ამას უკვე გვიჩვენებს გარკვეული დრო. 3,5 თვეა კიდევ დარჩენილი და სურათები გარკვეულად იცვლება, მითუმეტეს ისეთ საზოგადოებაში, სადაც მყიფეა მენტალობა და შეიძლება უცებ გამოვარდეს ისეთი თემა, რომელმაც შეცვალოს ყველა სურათი. ამიტომ ვფიქრობ, როეს კვლევა ძირითად ტენდენციებს ასახავს", -განაცხადა ნიშნიანიძემ.


ომარ ნიშნიანიძის თქმით, საქართველოში „ქართული ოცნების" დამმარცხებელი ძალა არ არსებობს და ის ნამდვილად მიაღწევს წარმატებას მომავალ არჩევნებში.


ქართულ ოცნებას" თუ დაამარცხებს, ისევ ქართული ოცნება". დღეს საქართველოში ქართული ოცნების" დამმარცხებელი სხვა ძალა არ არის. თუ ქართული ოცნება" რეალურად გამოიყენებს თავის შანსს, თავის ძველ ძალას, ნაცად ხერხებს, ახალ სახეებს შემოიყვანს იმ ზომიერებით, რომ გამოადგება მის განახლებას და მისი გეგმებიც იქნება რეალისტური, ინფორმირებული ამორჩეველიც ეყოლება, მაშინ მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნება" დიდი უპირატესობით მოიგებს. თუ მან კარგად გამოიყენა ეს შანსი, 70 პროცენტიც შეიძლება აიღოს. ნებისმიერმა პარტიამ ეს 3,5 თვე მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს", -  აღნიშნა ნიშნიანიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner