logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ხარვეზები ყველა არჩევნებზე ფიქსირდება და ბუნებრივია, ამას სჭირდება რეაგირება
- +

1 ნოემბერი. 2020. 12:09

 

 

„ხარვეზები ყველა არჩევნებზე ფიქსირდება და ბუნებრივია, ამას სჭირდება რეაგირება“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ოქმებში არსებული ხარვეზები მარტივად სწორდება ოლქებსა და ცესკოში და ოქმებს, რომლებშიც ხარვეზებია, ყველა პარტიის წარმომადგენელი აწერს ხელს.

 

„ოქმებს რაც შეეხება, იყო ხარვეზები. მაგალითად, აქტივობა იყო არასწორად დაფიქსირებული და ხმების რაოდენობა მნიშვნელოვნად სცდებოდა აქტივობის მაჩვენებელს. ეს არის მარტივი ხარვეზი, რომელიც ყველა არჩევნებზე ზოგიერთ უბანში სამწუხაროდ, ხდება ხოლმე. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ როდესაც ოქმი დგება, მას ხელს აწერს ყველა პარტიის წარმომადგენელი, ასეთი ტიპის ხარვეზი ეპარება ყველა პარტიას ერთდროულად. ეს არის ტექნიკური ხასიათის ხარვეზები, რაც ოლქებსა და ცესკოში სწორდება მერე, თუმცა ამას მანამდე მოჰყვება მთელი რიგი სპეკულაციები. ეს არის ტექნიკური ხარვეზები, რაც ძალიან მალე სწორდება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ და მასში თანამონაწილეა ყველა პარტიის წარმომადგენელი. ერთ რამესაც დავამატებ, პანდემიიდან გამომდინარე სასწრაფო წესით გახდა აუცილებელი სპეციალური კომისიების შექმნა, რომლებიც კოვიდ საავადმყოფოებსა, საკარანტინო სივრცეებსა და სასტუმროებს ემსახურებოდნენ, შესაბამისად დროც ნაკლები იყო ტრენინგისთვის და ა.შ. შესაბამისად, ამ კომისიების შემთხვევაში მეტი ხარვეზი ფიქსირდება, რასაც ობიექტური მიზეზები ჰქონდა. რაც შეეხება ოპოზიციას, დამარცხებასაც ღირსეული დახვედრა სჭირდება და გუშინ მათ გამოავლინეს, რომ ვერ დახვდნენ დამარცხებას ღირსეულად. ვნახეთ, რამდენად არასწორად იქცეოდა მაგალითად ორი პარტიის კომისიის წევრი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ეს არ აჩვენებს მაღალ პოლიტიკურ კულტურას, ისევე, როგორც ის ქმედებები, რაც ჩვენ ცესკოს შენობის წინ ვიხილეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner