logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: არჩევნების თავიდან ჩატარების მოთხოვნა არასწორია - როდემდე უნდა ვატაროთ არჩევნები, სანამ არ მოიგებენ?
- +

1 ნოემბერი. 2020. 17:26

 

 

„ახალ პარლამენტში საკმაოდ პლურალისტური გარემო იქნება, რაც ყველას მოგვცემს საშუალებას, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ თითოეულ გადაწყვეტილებას, რაც წაადგება ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას. არჩევნების თავიდან ჩატარების მოთხოვნა არასწორია - როდემდე უნდა ვატაროთ არჩევნები, სანამ არ მოიგებენ? ასეთი დამოკიდებულება არასწორია“, - ამის შესახებ „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

 

„არავისთვისაა უცხო, რომ ოპონენტები პირველ რიგში არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის ემზადებოდნენ. მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ მათი მარცხი გარდაუვალი იყო. მანიპულირებული რეიტინგებითაც კი დასტურდებოდა, რომ „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა. ფაქტობრივად, ყოველმა მეორე ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა ჩვენს პარტიას. ყველამ ვიცოდით, რომ პოლიტიკურ მარცხს რევოლუციური სცენარით უპასუხებდნენ. ჩვენ გვახსოვს პარლამენტში შეჭრის შარშანდელი მცდელობაც. მოვუწოდებ მათ, პატივი სცენ ყველა ამომრჩევლის, მათ შორის თავიანთი ამომრჩევლის ნებასაც. ახალ პარლამენტში საკმაოდ პლურალისტური გარემო იქნება, რაც ყველას მოგვცემს საშუალებას, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ თითოეულ გადაწყვეტილებას, რაც წაადგება ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას. არჩევნების თავიდან ჩატარების მოთხოვნა არასწორია - როდემდე უნდა ვატაროთ არჩევნები, სანამ არ მოიგებენ? ასეთი დამოკიდებულება არასწორია. ხალხმა ხმა მისცა სტაბილურობას და არა იმას, რომ ხელისუფლება იცვლებოდეს რევოლუციებით. ეს დრო დასრულდა. ხალხმა ისწავლა, რომ რევოლუციები არის დამღუპველი ქვეყნისთვის“, - განაცხადა სესიაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner