თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. მეთოფიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად განუსაზღვრელი ვადით დაინიშნა.
სერგო მეთოფიშვილის კანდიდატურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკოლოზ მარსაგიშვილმა დაასახელა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის საჭიროება დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ნიკოლოზ მარსაგიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად დაინიშნა.
ცნობისთვის, სერგო მეთოფიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარეა.