„არც ერთი ხმა არ შეიძლება გაყალბდეს, ამის გარანტი არის ხელისუფლება“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი კახიანმა განუცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო შედეგებში დაფიქსრიდება ზუსტად ის მონაცემები, როგორი ნებაც გამოხატა საქართველოს მოსახლეობამ.
„ყოველი ხმა იქნება დაცული, არცერთი ხმა არ შეიძლება რომ გაყალბდეს. ამის გარანტი არის ხელისუფლება, რომელმაც წარსულს ჩავაბარეთ გაყალბება. საქართველოში გაყალბება არ ხდება მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია და არც მოხდება. ამიტომ, მოსახლეობის ნება გარანტირებულად იქნება ასახული ციფრებში.
რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, პროცესში იყო ათიათასობით ადამიანი ჩართული, დამკვირვებლების, საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების სახით. დაახლოებით 10 ათასი ადამიანი მონაწილეობდა და ამას დამატებული კიდევ ყოველი პარტიის მხრიდან აქტივისტები. ამ ფონზე ვინ შეიძლება ცალკეული შემთხვევები გამორიცხოს. ბუნებრივია ცალკეული შემთხვევები არ შეიძლება გამოირიცხოს, მაგრამ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, კონკურენტურ გარმემოში, ეს თქვეს ეუთო/ ოდირის დამკვირვებლებმა და ნების გამოხატვა იყო რეალიზებული. თუ რაიმე ცალკეული შემთხვევები იყო, განაცხადონ ამის შესახებ“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.