logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: პარტიებს, რომლებსაც პარლამენტში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა არ სურთ, დაფინანსების მიღების მორალური უფლება არ აქვთ
- +

4 ნოემბერი. 2020. 16:08

 

 

„პოლიტიკური პარტიებისთვის კანონითაა განსაზღვრულია თუ ვის ეკუთვნის დაფინანსება. არ ვიცი ამ ვითარებაში მორალურად, პოლიტიკურად რამდენად შეუძლიათ ამ პაუხისმგებლობის აღება“, - ეს განცხადება მედიასთან „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა ბექა დავითულიანმა გააკეთა.

 

„პოლიტიკურ პარტიებს რამდენიმე მიზნის გამო უხდის ფულს საზოგადოება, კერძოდ იმისთვის, რომ ადამიანის უფლებების რეალიზება და დაცვა მოახდინონ პარლამენტსა თუ სხვა ორგანოებში. ამისთვის უხდის ბიუჯეტიდან ფულს პარტიებს მოქალაქე. ამ ფუნქციას თუ არ შეასრულებენ მაშინ ფული რისთვის უნდა მიიღონ. კანონი ერთია, მაგრამ მორალურად რამდენად აქვთ ამის უფლება“, - აღნიშნა დავითულიანმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner