logo_geo
eng_logo
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 ადამიანი გარდაიცვალა
- +

5 ნოემბერი. 2020. 11:34

 

 

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსისგან კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 401-მდე გაიზარდა.

 

კერძოდ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით თბილისში - 10, აჭარაში - 2 , იმერეთში - 7, ხოლო მცხეთა-მთიანეთში - 1 ადამიანი გარდაიცვალა.

 

მისივე ინფორმაცით, ქვეყანაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შესაბამისად, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ჯამში 49 218-ს შეადგენს.

 

გამოჯანმრთელდა კიდევ 2 289 პაციენტი და საერთო რაოდენობა 33 459-ს შეადგენს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner