logo_geo
eng_logo
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 289 პაციენტი გამოჯანმრთელდა
- +

5 ნოემბერი. 2020. 11:39

 

 

საქართველოში კორონავირუსის 2 401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 49 218 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 289 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 33 459. ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 15 332 აქტიური შემთხვევაა.

 

ბოლო 24 საათში​ კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 20 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 401-ს შეადგენს.

 

ინფიცირებულთაგან 4 489 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, რომელთაგან 638 არის მძიმე, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 293 პირი. 2 446 ადამიანი  იმყოფება კოვიდსასტუმროში, ხოლო 8 397 პირი მკურნალობს ბინაზე.

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 160 მოქალაქე, ხოლო თვითიზოლაციაში 28 690 ადამიანი.

 

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 2 295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 537 პაციენტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner