logo_geo
eng_logo
საბერძნეთში 7 ნოემბრიდან საყოველთაო კარანტინი ცხადდება
- +

5 ნოემბერი. 2020. 14:54

 

 

საბერძნეთში 7 ნოემბრიდან საყოველთაო კარანტინი ცხადდება. პრემიერ-მინისტრის კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, ახალი შეზღუდვები 7 ნოემბრიდან სამი კვირით ამოქმედდება.

 

„მე ავირჩიე მკაცრი ზომების დაწესება უფრო ადრე, ვიდრე დაგვიანებით“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერმა.

 

საბერძნეთში სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, გაზაფხულზე „კოვიდ-19“-ის ნაკლები შემთხვევა აღირიცხა, რაც ხელისუფლების მიერ საყოველთაო კარანტინის დროულ გამოცხადებას უკავშირდება. საბერძნეთმა შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება მაისიდან დაიწყო, თუმცა ოქტომბერში საბერძნეთში კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდა შეინიშნება, რის გამოც ხელისუფლებას შეზღუდვების კვლავ გამკაცრება მოუწია.

 

ბოლო 24 საათში საბერძნეთში „კოვიდ-19“-ის 2 646 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. სულ რეგისტრირებულია ინფიცირების 46 892 შემთხვევა. მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 673-ს შეადგენს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner