logo_geo
eng_logo
ირაკლი სესიაშვილი: ეკლესია ლამის ანათემას გადასცეს, აღდგომას რას შვრებითო?! დღეს კი მოწოდებებს აკეთებენ, კოვიდი არაფერია, მთავარი პოლიტიკური მიზნებიაო
- +

6 ნოემბერი. 2020. 00:54

 

 

„ეკლესია ლამის თავის ანათემას გადასცეს, აღდგომას რას შვრებითო?! დღეს ეს პოლიტიკური სპექტრი პირდაპირ მოწოდებებს აკეთებს, კოვიდი არაფერი არ არის, მთავარი არის პოლიტიკური მიზნებიო“, - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.  

 

 

„საკითხი დგას ასე - ვისთვის რა უფრო მნიშვნელოვანია: პოლიტიკური ინტერესები თუ გაფრთხილება, თუ ორივე ერთად. ორივე ერთადაც ხომ შეიძლება? მაგალითად, ამ ადამიანებმა ეკლესია ლამის თავიანთ ანათემას გადასცეს, აღდგომას რას შვებითო? მაშინ ხელისუფლებაც ეკლესიას სთხოვდა, რომ მაქსიმალურად დაეცვა ნორმები. დღეს უკვე ეს პოლიტიკური სპექტრი პირდაპირ მოწოდებებს აკეთებს, კოვიდი არაფერი არ არის, მთავარი არის პოლიტიკური მიზნებიო, პირდაპირ ამბობენ. პირდაპირ ეუბნებიან, რომ ახლა მთავარი თქვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ არისო, ახლა მთავარი არის პოლიტიკური მიზნებიო, ამას პირდაპირ იძახიან,“- განაცხადა სესიაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner