logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: იძულებული ვიყავით, შიდა პარტიული კვლევები გამოგვექვეყნებინა...
- +

30 ივნისი. 2016. 21:33



„ქართულმა ოცნებამ" შიდაპარტიული კვლევები გამოაქვეყნა, აღნიშნულზე კი კომენტარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აკეთებს.



საერთოდ ვფიქრობ, რომ კვლევებით სპეკულაციას ბოლო უნდა მოეღოს. ძალიან ხშირად, წინა გამოცდილებით ვნახეთ, რომ ეს კვლევები აცილებულია რეალურ შედეგს. ჩვენ გვქონდა შიდა კვლევები, საერთოდ არ ვაპირებდით გამოქვეყნებას, მაგრამ გაკეთდა განცხადებები, თითქოს ჩვენ გვეშინია კვლევების გამოქვეყნების, ამიტომ იძულებული გავხდით, გამოგვექვეყნებინა.

 

ეს არის ნორმალური პროცესი, რომელიც ხდება ყველა ქვეყანაში. ჩვენ გვაქვს ჩვენი აღქმა და ეს აღქმა ემყარება ძალიან ბევრ შეხვედრას, საჯარო შეხვედრებს, ქვეყნის რეგიონებში ძალიან აქტიურ მუშაობას, ჩვენ შიდა კვლევებს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენ მოვიპოვებთ აბსოლუტურ უმრავლესობას. ვნახოთ, რა რაოდენობაში იქნება ეს გამოხატული, მაგრამ ჩვენ მყარ გამარჯვებაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ. ვნახოთ , არჩევენები წინ არის. მთავარია ერთი რამ - არჩევნები იყოს დემოკრატიული, გამჭვირვალე და დაფიქსირდეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი საქართველოს დემოკრატიზაციის",-აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner