საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 2007 წლის 7 ნოემბრის 13 წლისთავს ეხმაურება „ფეისბუქზე“ შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
„არც ფბ-ს და არც საზოგადოებას ეს დღე არ ავიწყდება... კარგია წარსულის გახსენება, თუკი ეს იმას ნიშნავს, რომ იმავე წრეზე არ ვივლით და ვიცით, რა არ უნდა გავიმეოროთ. ცუდია იმითი, რომ უკან გვაბრუნებს და მომავალს ვერ ვუყურებთ საღი და მშვიდი გონებით.
მოდით და წინ ვიაროთ!“ - დაწერა პრეზიდენტმა „ფეისბუქზე“.