ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე, ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ხალხმრავალი შეკრებები ვირუსის გავრცელებასა და მკაცრი საკარანტინო ზომების მიღების ალბათობას კიდევ უფრო აჩქარებს.
მისივე თქმით, ხალხმრავალმა შეკრებებმა კორონავირუსის რაოდენობის გაზრდას კიდევ უფრო შეუწყო ხელი.
„აქციები მკაცრი საკარანტინო ზომების მიღებას ძალიან აჩქარებს. პანდემიის პერიოდში, ასეთი ხალხმრავალი შეკრებები და ადამიანების მჭიდრო კავშირები კატეგორიულად არ შეიძლება. ეს აუცილებლად კიდევ უფრო მეტად გაზრდის ვირუსის რაოდენობას. ამ აქციებმა ძალიან შეუწყო ხელი ვირუსის გავრცელებას“, - განაცხადა ენდელაძემ.
ინფორმაციისთვის, ბოლო რამდენიმე დღეა, რაც ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს და აქციებს მართავს.